აშშ-რუსეთი

ბლინკენი: ვგმობთ რუსეთის მიერ ანტისატელიტური რაკეტის თანამგზავრის წინააღმდეგ გამოყენებას

ენტონი ბლინკენი
The Guardian

აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი რუსეთის მიერ ანტისატელიტური რაკეტის გამოცდას და საკუთარი თავამგზავრის აფეთქებას გამოეხმაურა.

"ვგმობთ რუსეთის მიერ ანტისატელიტური რაკეტის წინდაუხედავ გამოცდას საკუთარი თანამგზავრის წინააღმდეგ, რამაც შექმნა კოსმოსური ნარჩენები და საფრთხე შეუქმნა ასტრონავტების სიცოცხლეს, საერთაშორისო კოსმოსური სადგურის უსაფრთხოებას და ყველა სახელმწიფოს ინტერესებს" – წერს სახელმწიფო მდივანი Twitter-ზე.

რუსეთმა ანტისატელიტური რაკეტა გამოცადა და საკუთარი ხელოვნური თანამგზავრი გაანადგურა. შედეგად, განადგურების შემდეგ გატყორცნილმა ნამსხვრევებმა საფრთხე შეუქმნა საერთაშორისო კოსმოსური სადგურის (ISS) კოსმონავტებს, რომელთაც უსაფრთხოებისთვის განკუთვნილი სპეციალური კაფსულებისთვის თავშეფარება მოუწიათ.

კოსმოსური სადგურის ეკიპაჟი შვიდი ადამიანისგან შეგდება, აქედან ოთხი ამერიკელია, ორი რუსი და ერთი გერმანელი.

შემთხვევას მსუბუქად უყურებენ რუსეთის კოსმოსურ სააგენტოში, როსკოსმოსში.

"ობიექტის ორბიტა, რომელმაც დღეს ეკიპაჟი აიძულა, სტანდარტული პროცედურების შესაბამისად, კოსმოსურ ხომალდში დაბრუნებულიყვნენ, ISS-ის ორბიტას დაშორდა. სადგური მწვანე ზონაშია", – დაწერეს როსკოსმოსის Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე.

მიუხედავად იმისა, რომ გატყორცნილ ნამსხვრევებს ISS-ზე არანაირი უბედური შემთხვევა გამოუწვევია, ორბიტალური ნარჩენები ჯერ კიდევ საფრთხეს წარმოადგენენ. 

რუსეთის ფედერაციამ ანტისატელიტური რაკეტა გამოსცადა1982 წელს გაშვებულ საბჭოთა ხელოვნურ თანამგზავრზე, კოსმოს-1408-ზე, რომელმაც მუშაობა უკვე რამდენიმე წელია რაც შეწყვიტა.

კომენტარები