მიხეილ სააკაშვილი

ყაველაშვილი სააკაშვილზე: არ ღირს ადამიანებისთვის თავგანწირვა, ვინც ქვეყანას შეურაცხყოფენ

მინდა მივმართო განსაკუთრებით ახალგაზრდებს და საზოგადოების იმ წევრებს, ხელოვანებს, რომლებიც ამ რადიკალური ოპოზიციის აღქმებით სულდგმულობენ...

სააკაშვილის უგუნურმა ქმედებამ დაგვაკარგინა 20% ჩვენი ტერიტორიების, მის "მაღალ პატრიოტულ მოტივს" დავარქმევდი, რომ არა რეზოლუციის ჩანაწერი, რომ ქართულმა მხარემ დაიწყო  საომარი მოქმედებები და რუსეთი იძულებული იყო პასუხი გაეცა. საერთაშორისო დონეზეც "გაუპრავეს" რუსეთს საომარი მოქმედებები და ანწუხელიძის ზურგს არიან ამოფარებული ეს ნაძირლები. ეს "გააპრავეს" და კიდევ ბევრს ბედავენ. ამის შემდეგ ეს ადამიანები კიდევ ერთხელ ბედავენ და ქართულ სახელმწიფოს შეურაცხყოფას აყენებენ.

ისევ ახალგაზრდებს მივმართავ, ნუთუ ეს არ არის საკმარისი, რომ აღიქვათ ეს ფაქტები ისე, როგორც არსებობს?! ამ მაგალითებით ვიზრდებით ჩვენ და წარმოუდგენელია ჩვენი ქვეყანა ვერ განვითარდეს, ან მისი დასასრული მოხდეს. ელენეს [ხოშტარია] მინდა მივმართო: შენ შეგიძლია თავგანწირვა და შიმშილობ, მაგრამ ის რაც მე ჩამოვთვალე ნუთუ არ არის საკმარისი, რომ არ ღირს ამ ადამიანებისთვის თავგანწირვა. 

ქართული ოცნების დეპუტატი, მიხეილ ყაველაშვილი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. 

კომენტარები