მიხეილ სააკაშვილი

სააკაშვილი: მოვუწოდებ ჩემს მეგობრებს მთელ მსოფლიოში, აიმაღლეთ ხმა უკანონობის წინააღმდეგ

1 ოქტომბრიდან ვიმყოფები ვლადიმერ პუტინისა და მისი ადგილობრივი მსახურის, ქართველი ოლიგარქ ივანიშვილის ტყვეობაში, რაც Amnesty International-ის შეფასებით "არა მხოლოდ შერჩევითი სამართალი, არამედ აშკარა პოლიტიკური შურისძიებაა", ხოლო უკრაინის ომბუდსმენის მიერ შეფასებულია, როგორც "მკაფიო წამების აქტი".

დღეს უკვე მეორედ ჩემს სასამართლო სხდომაზე დასწრების უფლება არ მომცეს. გუშინ ევროპარლამენტარების ჯგუფს ჩემთან შეხვედრაზე უარი უთხრეს.

მე 46-ე დღეა ვშიმშილობ, ჩემი ძირითადი უფლებების უარყოფას ვაპროტესტებ, მაშინ როცა ათიათასობით საქართველოს მოქალაქე ყოველდღიურად გამოდის თბილისის და სხვა ქალაქების ქუჩებში ხელისუფლების ავტორიტარული პრაქტიკის გასაპროტესტებლად.

მიუხედავად ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებისა, საქართველოს სახალხო დამცველისა და ექიმების რეკომენდაციების საწინააღმდეგოდ, მთავრობა ჩემს სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანაზე კვლავ უარს აცხადებს. 

მოვუწოდებ ჩემს მეგობრებს მთელ მსოფლიოში, რომლებიც ზრუნავენ თავისუფლებაზე, ხმა აიმაღლონ უკანონობისა და პუტინის სტილის მმართველობის გაჩენის წინააღმდეგ საქართველოში, ქვეყანაში, სადაც ხალხი დემოკრატიისთვის იბრძვის და რომელიც ოდესღაც თავისუფლების შუქურად აღიქმებოდა.

საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიმართვა FACEBOOK-ზე ვრცელდება. 

კომენტარები