მიხეილ სააკაშვილი

ბრეგაძე: გლდანის N18-ში დაცულია სააკაშვილის ჯანმრთელობაც და უსაფრთხოებაც

პენიტენციური სისტემა გადაწყვეტილებას ყოველთვის პატიმრების, მათ შორის სააკაშვილის ჯანმრთელობის და უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე იღებს. გლდანის მე-18 დაწესებულებაში კი ერთიცა და მეორეც უმაღლეს დონეზეა დაცული და აქვე ყველას მოვუწოდებთ, რომ თავი შეიკავონ დეზინფორმაციული ხასიათის ინფორმაციის გავრცელებისგან და აქვე კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ პატიმარს შიმშილობის შეწყვეტისკენ. 

ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ ბრიფინგზე ისაუბრა. მინისტრის ცნობით, "დეზინფორმაციის თავიდან არიდების მიზნით" ექიმთა ჯგუფი ყოველდღიურად იტყვის, როგორია ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა. 

კომენტარები