ლარის კურსი

ლარი დოლართან 0.57 თეთრით, ევროსთან კი 0.87 თეთრით გაუფასურდა

ეროვნული ბანკი

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 15 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებით 0.57 თეთრით გაუფასურდა. დღევანდელი კურსით, ერთი დოლარი 3.1550 ლარი ღირს.

ევროსთან მიმართებით კი ლარი 0.87 თეთრით გაუფასურდა და გაცვლითმა კურსმა 3.6131 ლარი შეადგინა.

ლარი გამყარდა თურქულ ლირასთან, რომლის კურსიც 0.3157 ლარს შეადგენს და გაუფასურდა ფუნტთან, რომელიც 4.2334 ლარი ღირს.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში 16 ნოემბრიდან შევა.

კომენტარები