გირჩი- მეტი თავისუფლება

გირჩი - მეტი თავისუფლება: ზაჰესის იზოლატორთან მჩხიბავს შსს-ისთვის ჯადოს გავაკეთებინებთ

გირჩი- მეტი თავისუფლება დღეს, 14 ნოემბერს, 14:00 საათზე ზაჰესის იზოლატორთან აქცია-პერფორმანსს გამართავს. 

მათი ინფორმაციით, პარტია მჩხიბავს შსს-თვის გააკეთებინებს ჯადოს. 

"ქ.ნ-ი სტელა სტამბოლიდან ჩამოვიყვანეთ და პოლიტსაბჭოსთან შეთანხმებით დავაგეგმინეთ ჯადო. მოთხოვნა არის გირჩი-მეტი თავისუფლების პოლიტიკოსების გათავისუფლება, რომლიც უკანონოდ დააკავეს. წინააღმდეგ შემთხვევაში ჯადოს არ მოვხსნით".- აცხადებს პარტია. 

ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში სუს-ის შენობების ბლოკირებისას პარტიის რამდენიმე წევრი დააკავეს. 

 

კომენტარები