მიხეილ სააკაშვილი

მელია: 14 ნოემბერს გაიმართება რამდენიმე მნიშვნელოვანი აქტივობა თბილისში და არა მხოლოდ

გრძელდება ის, რაც დავიწყეთ. ხვალ [14 ნოემბერს] გაიმართება რამდენიმე მნიშვნელოვანი აქტივობა თბილისში და არა მხოლოდ თბილისში, რასაც ახლა არ დავაანონსებ, მაგრამ დილიდან ამ ყველაფერს იხილავთ. ძალიან კარგია, რომ სხვადასხვა სამოქალაქო ჯგუფი, სხვადასხვა ოპოზიციური პარტია არიან ჩართული ამ საერთო საპროტესტო მოძრაობაში, რომ მიტაცებული არჩევნები უკან დაიბრუნონ და ვადამდელი არჩევნების ჩანიშვნა მოვიპოვოთ. ხვალ, 19:00 საათზე მოძრაობა სირცხვილია რუსთაველის გამზირზე გამართავს აქციას, ჩვენ კი სხვადასხვა წერტილში სხვადასხვა სახის საპროტესტო აქციას გავმართავთ თბილისში და არა მხოლოდ თბილისში. ქვეყნის სამსახურში დგომაა ის, რასაც ახლა ვაკეთებთ.

თქვა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ რუსთაველის გამზირზე გამართულ საპროტესტო აქციაზე.

კომენტარები