ჩვენ რაც ვნახეთ ჩანაწერები, მე-12 დაწესებულებიდან [რუსთავის ციხე] მე-18 გლდანის სამკურნალო დაწესებულებაში ბოლო ერთი წლის განმავლობაში გადაყვანილი არ არის არც ერთ პატიმარი. ანუ, როდესაც საუბარია იმაზე, რომ მიხეილ სააკაშვილს ეპყრობიან ისე, როგორც ეპყრობიან სხვა პატიმრებს, ეს არ არის სიმართლე. პირიქით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არის განსხვავებული შემთხვევა, ჩვეულებრივი პრაქტიკიდან ამოვარდნილი განსხვავებული შემთხვევა, როდესაც მე-12 დაწესებულებიდან მე-18 დაწესებულებაში გადაიყვანეს პატიმარი, მაშინ, როდესაც სხვები გადაჰყავთ ხოლმე სამოქალაქო ტიპის დაწესებულებაში.
მიხეილ სააკაშვილი
ლომჯარია: ბოლო 1 წელში, რუსთავიდან გლდანის სამკურნალო დაწესებულებაში არავინ გადაუყვანიათ
tbl.ge/5rib
დაკოპირდა

თქვა სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ, ტელეკომპანია პირველის ეთერში.
ექსპრეზიდენტი გლდანის N18 მსჯავრდებულთა საავადმყოფოში 8 ნოემბერს, შიმშილობის 39-ე დღეს გადაიყვანეს. 11 ნოემბერს, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა კადრები გაავრცელა, სადაც ჩანს, რომ რომ სააკაშვილი გლდანში ძალის გამოყენებით გადაიყვანეს.
მიხეილ სააკაშვილის დაკავებასააკაშვილის გლდანის ციხეში გადაყვანანინო ლომჯარიასააკაშვილის შიმშილობამიხეილ სააკაშვილი
ამავე თემაზე
- თუ ჩემი პოლიტიკა არ მოსწონდა, როგორ აღმოჩნდა ამ გაუგებრობაში, ენმ-ში - სააკაშვილი მელიაზე
- აბსოლუტური ნაძირალა, მოღალატე - სააკაშვილი სასამართლო სხდომაზე ნოღაიდელს დაუპირისპირდა
- სააკაშვილმა თავი შეუძლოდ იგრძნო და ადგილზე გაეწია სამედიცინო დახმარება - პენიტენციური
- სააკაშვილი: მე რომ გარეთ ვიყო, ამათ დავასრულებდი ერთ კვირაში
- ერთი საკნის დაშორებით ვართ, შეგვეძლო აქაც გაგვერკვია გაუგებრობა - სააკაშვილი მელიას




