მიხეილ სააკაშვილი

ნონიაშვილი: რასაც ახლა ვხედავთ, ლპობა ჰქვია, ვადამდელი არჩევნებისთვის უნდა ვიბრძოლოთ

ბელეტრისტიკის და მოთქმის დრო ახლა არ არის. რასაც ახლა, ვხედავთ ლპობა ჰქვია. 
ცხადზე ცხადია რომ ვადამდელი არჩევნებისთვის უნდა ვიბრძოლოთ. ამისთვის  მტკიცედ ყოფნაა საჭირო და გეგმა, მიზანმიმართულობა.  ეს არის ამ ქვეყნის შველის გზაც და პოლიტიკური მძევლების გამოხსნის გზაც. რამდენი ხანიც არ უნდა დაგვჭირდეს ამისთვის, ეს მოცემულობა არ იცვლება. 

პრეზიდენტ სააკაშვილსაც  და ელენესაც სჭირდებათ მტკიცედ დგომა და ჯანმრთელობა ამ ბრძოლაში. ამიტომ, მათ შიმშილობა უნდა შეწყვიტონ.

წერს ევროპული საქართველოს წევრი, გიორგი ნონიაშვილი, Facebook-ის საკუთარ გვერდზე.

კომენტარები