ოპოზიციის აქცია

"თავი აქვს გატეხილი ადამიანს" – ოპოზიციის აქციას სახურავიდან ქვები ესროლეს

ე.წ მოდულის შენობასთან ოპოზიციის მხარდამჭერებს სახურავიდან ქვები ესროლეს. ამის შესახებ ენმ-ს თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ სიტყვით გამოსვლის დროს ისაუბრა. მისივე ცნობით, აქციის ერთ-ერთ მონაწილეს თავი აქვს გატეხილი. 

"აი, ეს ორი ქვა ისროლეს იმ სახურავიდან. მემანიშვილო, ეს ორი ქვა სახურავიდან ისროლეს და თავი გაუტეხეს ადამიანს. კრიმინალებო, არ გრცხვენიათ თქვენ? ან ამ ქვამ რომ ვინმე იმსხვერპლოს, ხომ არ გადაირიეთ?" 

კომენტარები