თუ გადაიყვანენ მიხეილ სააკაშვილს ნორმალურ კლინიკაში, ამ შემთხვევაში, ნაციონალურმა მოძრაობამ აიღოს ვალდებულება, რომ არ გაიმართება აქციები მაინცდამაინც ამ საავადმყოფოსთან.
[...] დაარღვევენ პირობას? მე მივალ და მე დავშლი, მე ვეტყვი იქ აქციაზე მონაწილეებს, რომ წაეთრიეთ აქედანთქო.
თუ საჭირო გახდა და თუ კაცი კვდება ყველამ უნდა ავიღოთ ჩვენი წილი პასუხისმგებლობა, მზად ვარ მეთქი, კი ბატონო, არ არის პრობლემა, არ გამიჭირდება, მე, საერთოდ, ძალიან ვუფრთხილდები ჩემს პირობას და მზად ვარ, რომ მეც ვიკისრო ეს პასუხისმგებლობა.
ხომ არ უნდა დავკარგოთ ყველაფერი? კიდევ ერთხელ ვამბობ, ბედნიერებას არ მოუტანს ამ ქვეყანას მიხეილ სააკაშვილის გარდაცვალება, უბედურებას მოუტანს, ღმერთმა დაიფაროს, ეს უნდა გავიაზროთ ყველამ.