მიხეილ სააკაშვილი

ყიფშიძე: სააკაშვილი წამლებს არ იღებს, ანალიზები გაუარესებულია, ასე გაგრძელება შეუძლებელია

სუსტად არის, მაგრამ ძალიან ემზადებოდა დღეს დღევანდელი სასამართლოსთვის, შინაგანად იყო გაძლიერებული და ფიქრობდა, რომ მისცემდნენ უფლებას, გამოსულიყო. 

მედიკამენტებს არ ღებულობს. მკურნალობას არ გადის. ანალიზები დღეს ჩავატარეთ, ნაწილი ანალიზების გაუარესებულია, მდგომარეობა არ არის კარგი, პირდაპირ გეტყვით, ასე გაგრძელება შეუძლებელია.

ჩემი მთავარი რეკომენდაციაა, რაც შეიძლება მალე გადავიყვანოთ ის მრავალპროფილურ კლინიკაში, სადაც შესაძლებელი იქნება მისი მკურნალობა. აქ ეს დიდხანს ვერ გაგრძელდება, დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვა. ჩვენ ვაკეთებთ იმიტაციას ამ მოძრაობების, კონსილიუმებს ვაკეთებთ, გაუთავებლად ვლაპარაკობთ მისი ჯანმრთელობის შესახებ, ტელევიზიები დღე და ღამე აშუქებენ როგორ არის, რა იქნება, ამ დროს ყველამ მშვენივრად იცის, რითი დამთავრდება ეს. დამთავრდება ერთი სიტყვით. სხვა გზა, გამოსავალი აქ არ არის. ბევრი მეუბნება რატომ აბუქებო და ვიღაცამ ხომ უნდა თქვას სიმართლე. 

დაახლოებით 2 კვირის წინ ვთქვი, ამ კაცმა ფიზიკურად გაუძლო, მაგრამ კიდე რამდენ ხანს გაძლევს, ვერ გეტყვით, ვერ მოგცემთ გარანტიას, ეს როდის მოხდება 2 დღეში, 3 დღეში, არ ვიცი. 

ამბობს მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმი, ნიკოლოზ ყიფშიძე. 

საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დაკავების დღიდან, უკვე 41-ე დღეა შიმშილობს. 

კომენტარები