შეიძლება ითქვას ერთადერთი რამ, რომ ეს იყო ყველაფერი სასამართლო პროცესის გარდა, ჩვენ ვნახეთ პანიკურად შეშინებული ხელისუფლების სახე, ამ შემთხვევაში სამი მოსამართლის მიერ გამოიხატებოდა ეს სახე, რომლებმაც პროცესი ჩაატარეს ისე, რომ სააკაშვილს არ მისცეს შესაძლებლობა მიეღო მონაწილეობა ამ პროცესზე.
ადვოკატებს არ მოგვცეს შესაძლებლობა დასწრების, "ბრალდებულს" და სინამდვილეში პოლიტიკურად დევნილ მიხეილ სააკაშვილს და მის ადვოკატებს არ გვაძლევენ შესაძლებლობას, რომ მივიღოთ მონაწილეობა და რეალურად, შინაარსობრივადაც ასეა. ეს ხომ სასამართლო არ არის, აქ არის ორი მხარე მხოლოდ, მოსამართლე და პროკურატურა, რომელიც სინამდვილეში ერთ მხარეს წარმოადგენს და დაცვის მხარე არ არსებობს.