მიხეილ სააკაშვილი

დეკანოიძე: სააკაშვილს ყველაზე უსამართლო სასამართლოს უფლებაც კი ჩამოართვეს

ჩვენ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, 10 წლის განმავლობაში გვესმოდა ქართული ოცნების რიტორიკა, რომ სასამართლოს წინაშე უნდა წარმდგარიყო და სამწუხაროდ, სასამართლოს წინაშე კი არა, სამართლიანი სასამართლოს უფლება კი არა, მიხეილ სააკაშვილს ჩამოართვეს ყველაზე უსამართლო სასამართლოს უფლებაც კი. ნავალნიც კი პუტინის რეპრესიულმა მანქანამ სასამართლო დარბაზში გადაიყვანა, მე მსგავსი შემთხვევა ძალიან იშვიათად მახსენდება.

[...] როდესაც პენიტენციური სისტემა აცხადებს, რომ მათ არ შეუძლიათ უზრუნველყონ პრეზიდენტის გადაყვანა სასამართლო დარბაზში, ეს ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფო უბრალოდ არ არსებობს, ეს ნიშნავს, რომ სახელმწიფო სისტემა ჩამოშლილია. ან ვინ ეკითხება სამართლებრივად პენიტენციურ სისტემას, თუ სასამართლომ დაადგინა, რომ უნდა მივიდეს სასამართლოში, მაშინ სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს მისი მისვლა.

თქვა ენმ-ის ერთ-ერთმა ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ. პენიტენციური სამსახურის განცხადებით, სააკაშვილს სასამართლო დარბაზში ოპოზიციის "შესაძლო დესტრუქციული მოქმედებების" და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას გამო ვერ გადაიყვანეს. მომდევნო სასამართლო პროცესი 29 ნოემბერს ჩაინიშნა

კომენტარები