მიხეილ სააკაშვილი

ბასილაია: სააკაშვილს სურვილი აქვს რომ პროცესზე მოვიდეს – უზრუნველყავით მისი გამოცხადება

მიხეილ სააკაშვილს დღეს პირადად შევხვდი. მიხეილ სააკაშვილი თავისი ფეხით, ყოველგვარი დახმარების გარეშე ჩამოვიდან მეოთხედან პირველ სართულზე, მიხეილ სააკაშვილმა სხვა ადამიანის დახმარების გარეშე, გარკვეული მონაწილეობა მიიღო ადვოკატებთან შეხვედრაში სამომავლო საკითხებზე, წერს ჩვეულებრივ.

ძალიან სუსტად არის, დაეწყო ტკივილები და ხვალინდელი, ზეგინდელი, მაზეგინდელი დღე მის ჯანრმთელობაზე როგორ აისახება და საერთოდ, მისი სიცოცხლე რამხელა რისკის ქვეშ დგას, ეს ცალკე საკითხია და უმძიმეს მდგომარეობაშია ამ თვალსაზრისით, მაგრამ ის რომ პროცესზე მონაწილეობას შეძლებს, ამას ვადასტურებ. მეორე, ის რომ პროცესზე მონაწილეობის სურვილი აქვს, ეს არის აქ მთავარი, მას უნდა რომ აქ მოვიდეს და ჩვენ ვითხოვთ სასამართლოსგან - ხო ხართ ხელისუფლებისგან დამოუკიდებელი, ხო ამბობთ, რომ პოლიტიკურად არ ატარებთ ამ პროცესს, უზრუნველყავით მიხეილ სააკაშვილის სასამართლოში გამოცხადება.

მიმართავს მოსამართლეს მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, ბექა ბასილაია.

საქართველოს ექსპრეზიდენტის პროცესი 13:00 საათზე დაიწყო, თუმცა სხდომა დისტანციურად მიმდინარეობს. სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს სასამართლო პროცესზე ვერ გადაიყვანენ. უწყება მიზეზად ოპოზიციის "შესაძლო დესტრუქციულ მოქმედებებს", ასევე, ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას ასახელებს.

კომენტარები