ბენედიქტ კამბერბეტჩი

ბენედიქტ კამბერბეტჩი: ახალ ფილმზე მუშაობისას ნიკოტინით სამჯერ მოვიწამლე

Independent

ბენედიქტ კამბერბეტჩი ვესტერნ The Power of Dog გადაღებებზე ნიკოტინით სამჯერ მოიწამლა. ამბავს თავად ბრიტანელი მსახიობი ყვება.

"ჩემი ბმირი ბევრს ეწევა. ძალიან მძიმე გამოცდილება იყო. უფილტრო სიგარეტის მოწევა მიწევდა, თანაც თითო სცენის რამდენიმე დუბლს ვიღებდით. სამჯერ ნიკოტინით მოვიწამლე. სრულიად ამაზრზენი, როდესაც ბევრი მოწევა შენი ნების საწინააღმდეგოდ გიწევს". – ამბობს მსახიობი.

მომავალი დრამა ტომას სევიჯის იგივე სახელწოდების რომანს ეფუძნება. მოქმედება მეოცე საუკუნის 20-იან წლებში, პროვინციაში ვითარდება. კამბერბეტჩი დესპოტ ფერმერს თამაშობს, რომელიც საკუთარი ძმისა და მეზობელი ქვრივი ქალის ურთიერთობაში ერევა. სურათი ოსკარის ნომინანტ რეჟისორს, ჯეინ კემპიონს ეკუთვნის, კამბერბეტჩის გარდა დრამაში კირსტენ დანსტი და ჯესი პლემონსი თამაშობენ. The Power Of The Dog-ის პრემიერა სტრიმინგის სერვისზე Netflix მიმდინარე წლის 1 დეკემბერს არის დაგეგმილი.

კომენტარები