პოლიტიკური კრიზისი

კუბილიუსი: შეიძლება ქართველებს არჩევანის გაკეთება მოუწიოთ – ქართული ოცნება ან ევროკავშირი

მქონდა შესაძლებლობები, საქართველოს მმართველი პარტიის ზოგიერთ წარმომადგენელთან მესაუბრა. მათ ცხადად ვეუბნებოდი თუ რა სახის შეცდომებს უშვებდნენ: დაუნდობელი საუბარი ოპოზიციის მიმართ, ევროკავშირის ლიდერებისთვის მიცემული პირობების არშესრულება, როგორც შარლ მიშელის შეთანხმების შემთხვევაში მოხდა, ან ფინანსურ დახმარებაზე უარის თქმა და ამ დახმარებასთან დაკავშირებული მოთხოვნების არშესრულება.

ეს ყველაფერი საქართველოს ცუდ იმიჯს უქმნის, არა მხოლოდ საქართველოს მთავრობას, არამედ საქართველოს. ეს ზიანს აყენებს ქართველი ხალხის ევროკავშირსა და NATO-ში ინტეგრაციის ნებასა და სურვილს. ეს ცხადად უნდა ვთქვათ.

არ გამიკვირდება, დადგეს დრო, როდესაც ქართველებს მოუწევთ არჩევანის გაკეთება – ან ქართული ოცნების ძალაუფლებაში ყოფნა, ან ევროკავშირში რეალური ინტეგრაცია, რადგან, შესაძლოა, ამ ორი რამის კომბინაცია რთული გახდეს.

თქვა ევროპარლამენტარმა, ანდრიუს კუბილიუსმა მედიაპროექტ Пограничная ZONA-ს მიერ გამართულ ონლაინ შეხვედრაზე.

კომენტარები