მიხეილ სააკაშვილი

ბასილაია: სააკაშვილი პენიტენციურს სასამართლო პროცესზე არ გადაჰყავს

მისი სიცოცხლის ხანგრძლივობაზე საუბარი, თუ რა მონაკვეთი დარჩა, არის ძალიან რთული, მას უკვე დაეწყო შინაგანი ორგანოების ტკივილები, რომელიც გამოწვეულია შიმშილობით.

ამავდროულად, პირველ საათზე არის პროცესი სასამართლოში, სასამართლო პროცესზე მიხეილ სააკაშვილი პენიტენციურ სამსახურს არ გადაჰყავს. უფრო მეტიც, გუშინ საღამოს არც კი აცნობეს, რომ სასამართლოდან იყო მოთხოვნა მოსული, ამის შესახებ ტელევიზიიდან და ადვოკატებიდან კი გაიგო, მაგრამ პენიტენციური სამსახური ვალდებული იყო, შეეტყობინებინა ეს მიხეილ სააკაშვილისთვის.

სასამართლო პროცესის ჩატარებას არათუ არ აპირებენ, არც კი მსჯელობს პენიტენციური, სხვა ფორმით ხომ არ მიიღებს სააკაშვილი პროცესზე მონაწილეობას, მიუხედავად ტკივილებისა და სისუსტისა, მას ჰქონდა სურვილი, მოიკრებდა ძალებს და გადავიდოდა დღევანდელ სასამართლოში.

პროცესზე ჩვენ დავაყენებთ საკითხს, რომ სასამართლომ უზრუნველყოს მიხეილ სააკაშვილის გამოცხადება, ეს უნდა აღმოფხვრას სასამართლომ, თუ უნდა, ოდნავ მაინც სახე შეინარჩუნოს. ამავდროულად, უნდა მოხდეს აღკვეთის ღონისძიების გაუქმება და დღესვე უნდა მიეცეს სააკაშვილს სატელეფონო ზარების განხორციელების უფლება. ეს არის ტესტი იმისთვის, გონს ოდნავ მაინც მოეგნენ თუ არა. 

თქვა მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ.

კომენტარები