მიხეილ სააკაშვილის დაკავება

მელია: ყოველთვის იქნება პროტესტის ერთი წერტილი, რომელსაც წინასწარ არ დავასახელებთ

არ არის მარტივი, არანაკლებ მძიმე არის ელენე ხოშტარიას მდგომარეობა ახლა, ვიდრე მიხეილ სააკაშვილისა, თუ არა პირიქით, უარესი. ამიტომ, არანაირი დაღლა. ყოველდღე დილიდან ჩვენ კონკრეტული გეგმა გვექნება, ყოველი დღის ბოლოს მეორე დილის გეგმებს შეგატყობინებთ, რამდენიმე წერტილი იქნება, მაგრამ ყოველთვის იქნება ერთი წერტილი, რომელსაც არ შეგატყობინებთ და იმტვრიონ თავი ქართული ოცნების სპეცსამსახურებმა. 

ადამიანი უკვე მე-40 დღეა, შიმშილობს და არანაირი დაღლის უფლება არ გვაქვს. ღამის თენება არ არის აუცილებელი. ეს არ არის რაციონალური და პრაგმატული, მაგრამ დილიდან მთელ თბილისში ამ პროტესტის გაშლა ხვალინდელი დღიდან მოხდება.

გავაკეთებთ იმას, რასაც ტრადიციულად პოლიტიკოსები არ ვაკეთებდით, იმას, რაც ატიპიურია ჩვენთვის. მიჩვეული ვიყავით ერთ წერტილში ბრძოლას, ამით ამოსუნთქვის საშუალებას ვაძლევდით ხელისუფლებას. ახლა გავაკეთებთ სხვანაირად. თანდათანობით ეს წერტილები და ლოკაციები გაიზრდება. გაიზრდება მართლაც, სანამ მთელი თბილისი არ იქნება მოცული საპროტესტო აქციებით. 

ხვალინდელი გეგმის კონკრეტული გეგმა. 11:00 საათზე გაიმართება აქცია ოთხ ადგილას, ჯანდაცვის სამინისტროსთან, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, ე.წ მოდულის შენობასთან, იუსტიციის სამინისტროსთან და მეოთხე წერტილს არ ვასახელებთ. 

თქვა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ პარლამენტთან გამართულ აქციაზე. ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით ოპოზიცია პერმანენტულ აქციებს აანონსებს. იგი უკვე მე-40 დღეა, შიმშილობს. 

კომენტარები