მაგას ქვია გატაცება, მეტი არაფერი ქვია. ადამიანის მოტყუებით თავისუფლების აღკვეთა და წაყვანა არის გატაცება, მაგას მეტი არაფერი ქვია. ამას გარდა, ნინო ლომჯარია რამდენად მე ვიცი ადასტურებს, რომ დაზიანებას აქვს ადგილი, უბრალოდ ექიმმა უნდა ნახოს, რისი დამტკიცებაც გვინდოდა და ამისთვის ვაპირებ იქ [გლდანის ციხეში] შესვლას, მეც უნდა მოვისმინო პირადად ჩემი დაცვის ქვეშ მყოფისგან ეს ყველაფერი, იმიტომ რომ ხვალ ვაპირებთ მყისიერ სამართლებრივ რეაგირებას დილიდან და მე მჭირდება ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის ჩვენება ამასთან დაკავშირებით. ვიმეორებ, რომ დილიდან და ეს არ ხდება საქართველოში, მოხდება სხვაგან, ამიტომ ამ წუთში მე მიზღუდავენ, როგორც ადვოკატს, მოვიპოვო ჩვენება ტერორისტულ აქტთან, თუ გატაცებასთან დაკავშირებით და წავიღო პირდაპირ ვთქვათ, სტრასბურგის სასამართლოში. ამ წუთში მიზღუდავენ ამას და რა თქმა უნდა, ამის შესახებაც სტრასბურგის სასამართლოში იქნება ყველაფერი ნათქვამი.
მიხეილ სააკაშვილის დაკავება
გვარამია სააკაშვილზე: ეს არის გატაცება, იქნება სამართლებრივი რეაგირება – არა საქართველოში
tbl.ge/5rar
დაკოპირდა

გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, ნიკა გვარამია, სახალხო დამცველის განცხადებას, რომ სააკაშვილის თქმით, გაყვანისას მას უთხრეს, რომ სამოქალაქო კლინიკაში გადაჰყავდათ.
ამავე თემაზე
- ინსპექტორის სამსახური: სასამართლოს გადაწყვეტილება საშიშ პრეცედენტს და სტანდარტს ადგენს
- სასამართლომ პენიტენციურს სააკაშვილის კადრების გავრცელებისთვის დაკისრებული ჯარიმა გაუუქმა
- დეკანოიძე: სააკაშვილის საქმეზე საპარლამენტო კომისიაში მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია
- მიხეილ სააკაშვილი პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს
- თუთბერიძე: თუ სააკაშვილის უფლებები კვლავ შეილახება, ის პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართავს