ვაქცინაცია საქართველოში

გაბუნია: ვფიქრობ, ხვალ დაანონსდება და დავიწყებთ 12-15 წლის ბავშვების აცრას

ექსპერტების ჯგუფმა გაუწია რეკომენდაცია 12-15 წლის ბავშვების აცრას ფაიზერის ორი დოზით, ამასთან დაკავშირებით ხვალ საბოლო სახით იმსჯელებს ვაქცინაციის უწყებათაშორისი საბჭო. ვფიქრობ, ხვალვე დაანონსდება გადაწყვეტილება და დაიწყება ვაქცინაცია ნებისმიერი ბავშვისთვის, 12-დან 15 წლამდე, ბუნებრივია, მშობლის თანხმობით, იმ აცრის ცენტრებში, სადაც ხდება ბავშვების ვაქცინაცია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია TV იმედზე. ამ დროისთვის 12-15 წლის ბავშვებს მხოლოდ მძიმე ქრონიკული დაავადების შემთხვევაში ცრიან.

კომენტარები