მიხეილ სააკაშვილის დაკავება

მელია: ხელისუფლებისთვის მიცემული ვადა ამოიწურა – გელოდებით ხვალ თავისუფლების მოედანზე

ხელისუფლებისთვის მიცემული ვადა უკვე ამოიწურა და ივანიშვილის რეჟიმმა ქვეყნის მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სიკვდილით დასჯის განაჩენი არ გააუქმა, აპირებს ბოლომდე მიიყვანოს მისი აღსრულება. მინდა განვაცხადო და პირობა დავდო ჩემი და ჩემი მეგობრების სახელით, ეს არ მოხდება. ჩვენ გადავარჩენთ ამ ქვეყნის ღირსებას. 

[...] ყველამ ხვალ, 8 ნოემბერს, 20:00 საათზე თავისუფლების მოედანზე თავისუფლების გამარჯვება თავისუფლების მოედნიდან უნდა დავიწყოთ. ყველანი იქ, სადაც საქართველოს ისტორია არაერთხელ დაწერილა. ძალიან დიდი მადლობა, გამხნევდით და ყველაფერი მაგრად იქნება. ისტორიის წინაშე ქართული საზოგადოება დამარცხებული არასოდეს არ გამოსულა და არც უახლოეს მომავალში გამოვა. ჩვენ გავიმარჯვებთ, გავიმარჯვებთ სიმართლის სახელით. გელოდებით ხვალ, 20:00 საათზე თავისუფლების მოედანზე.

თქვა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ საგანგებო ბრიფინგზე. 6 ნოემბერს რუსთავის ციხესთან გამართულ აქციაზე მელიამ ხელისუფლებას ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადასაყვანად 24-საათიანი ვადა მისცა და თქვა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში 8 ნოემბერს თავისუფლების მოედანზე მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართებოდა.

კომენტარები