გერმანია

გერმანიაში დანით შეიარაღებულმა კაცმა მატარებელში რამდენიმე ადამიანი დაჭრა

შაბათს, 6 ნოემბერს სამხრეთ გერმანიაში, ბავარიაში დანით შეიარაღებულმა კაცმა მატარებელში რამდენიმე ადამიანი დაჭრა. ინფორმაციას გერმანიის ფედერალური პოლიცია ავრცელებს.

თავდასხმა რეგენსბურგიდან ნურემბერგში მიმავალ მატარებელში მოხდა. გამოცემა Bild-ის თანახმად, დაჭრილია სამი ადამიანი, მათგან ორის მდგომარეობა მძიმეა, თუმცა დაჭრილების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

პოლიციამ თავდამსხმელი დააკავა. Bild-ის თანახმად, პოლიცია თავდასხმას ჯერჯერობით ტერორიზმს არ უკავშირებს.

კომენტარები