კორონავირუსი საქართველოში

იმნაძე: 12 წლიდან ბავშვებში ვაქცინაციას დავიწყებთ, გადაწყვეტილია ეს საკითხი

ბავშვებში 12 წლიდან ვაქცინაციას დავიწყებთ, მათ შორის, მათი, ვისაც არ აქვს ქრონიკული დაავადებები. ექსპერტთა საბჭომ განიხილა და უკვე გადაყვწტილია ეს საკითხი. ახლა ველოდებით, რომ შეიკრიბება იმუნიზაციის უწყებათაშორისი საბჭო, რომელიც საბოლოო გადაყვეტილებას მიიღებს ამაზე და, ალბათ, ეს სულ დღეების ამბავია. 

ამბობს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე, პაატა იმნაძე რუსთავი 2-თან ინტერვიუში. არსებული პროტოკოლით, საქართველოში 18-წლამდე პირებს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრა ქრონიკული დაავადებების ქონის შემთხვევაში შეუძლიათ. 

კომენტარები