ABBA

40-წლიანი პაუზის შემდეგ ABBA-მ ახალი ალბომი გამოუშვა

Sky News

ლეგენდარულმა შვედურმა ბენდმა ABBA 40-წლიანი პაუზის შემდეგ სტუდიური ალბომიVoyage გამოუშვა.

ახალი ალბომი 10 ტრეკისგან შედგება და მისი ხანგრძლივობა 37 წუთს შეადგენს. კომპოზიციების მოსმენა მუსიკალურ პლატფორმებზე Spotify და Apple Music არის შესაძლებელი.

"ჩვენ არავისთვის არაფერი გვაქვს დასამტკიცებელი. დიდი ალბათობით ეს უკანასკნელი ალბომია, ძალიან არ მიყვარს ეს სიტყვა, მაგრამ სიმართლეს უნდა გავუსწოროთ თვალი. ჩვენს ასაკში მუშაობა მარტივი არ არის". – ამბობს ჯგუფის დამფუძნებელი წევრი ბიორნ ულვეუსი.

ულვეუსის თქმით ჯგუფი ასევე არ დაუბრუნდება საკონცერტო საქმიანობას.

"კონცერტების ჩატარება ყოველთვის დიდ დატვირთვებთან იყო დაკავშირებული. იმ ცირკის მოწყობა, რომელსაც ახალგაზრდობაში ვაწყობდით, დღეს ფიზიკურად შეუძლებელია. გარდა ამისა მაშინ ფინანსური ინტერესი გვქონდა, ახლა ეს საჭიროება არ გვიდგას". – ამბობს მუსიკოსი.

ABBA სტოკჰოლმში 1972 წელს, აგნეტა ფოლტსკოგმა, ბიორნ ულვეასმა, ბენი ანდერსონმა და ანი-ფრიდ ლინგსტადმა ჩამოყალიბეს. 1974 წელს ჯგუფიი ევროვიზიის კონკურსზე, სიმღერით Waterloo გამოვიდა და გაიმარჯვა. Voyage ბენდის რიგით მეცხრე ალბომია.

 

კომენტარები