ABBA

40-წლიანი პაუზის შემდეგ ABBA-მ ახალი სიმღერა გამოუშვა

40-წლიანი პაუზის შემდეგ ლეგენდარულმა შვედურმა პოპ ბენდმა, ABBA-მ ახალი ალბომი დაანონსა. Voyage - ასე ჰქვია ახალ ნამუშევარს, მიმდინარე წლის 5 ნოემბერს გამოვა. ალბომის გამოსვლასთან ერთად პოპ ჯგუფი ვირტუალურ კონცერტსაც გამართავს.

ABBA-მ სინგლი უკვე გამოუშვა. რელიზი მომავალი ალბომიდან ორ სიმღერას, I Still Have Faith In You-ს და Don't Shut Me-ს მოიცავს.

შვედური ჯგუფი 1972 წელს სტოკჰოლმში ჩამოყალიბდა. 1974 წელს ბენდმა ევროვიზიის კონკურსზე გაიმარჯვა. 1981 წელს რამდენიმე მსოფლიო მასშტაბით პოპულარული ალბომის გამოშვების შემდეგ ABBA დაიშალა.

კომენტარები