კორონავირუსი საქართველოში

ცერცვაძე: იქნება პროტესტები, მაგრამ საჭიროა, მივიღოთ არაპოპულარული გადაწყვეტილებები

დღეში 3 000 კაცი იცრება, ნაცვლად 50 000 ადამიანისა, ამიტომ [საჭიროა] მწვანე კოვიდ-პასპორტის შემოღება, რაც ნიშნავს იმას, რომ ყველა ის ადამიანი, ვინც არ იქნება ორჯერად აცრილი ან არ ექნება კოვიდი ბოლო 6 თვის განმავლობაში გადატანილი, ან არ ექნება ბოლო 72 საათში PCR ტესტი გაკეთებული, მას შეეზღუდება გარკვეული აქტივობები, მაგალითად - აქტივობები საჯარო სივრცეებში, დაშვება რესტორნებში, სასტუმროებში და სხვაგან. ეს მთელმა ცივილიზებულმა სახელმწიფომ უკვე მიიღო - ძნელად, მტკივნეულად, მაგრამ მიიღო. თქვენ გგონია, მარტო საქართველოში ეწინააღმდეგებიან ამას?! იქნება პროტესტები, რა თქმა უნდა, მაგრამ საჭიროა, მივიღოთ არაპოპულარული გადაწყვეტილებები.

ამბობს ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე მწვანე საშვების შესახებ.

კომენტარები