პანდემია და შეზღუდვები

პრეზიდენტი: მიუღებლად მიმაჩნია, რომ დავუბრუნდეთ ნებისმიერ ჩაკეტვას

ვეწინააღმდეგები და მეტიც, მიუღებლად მიმაჩნია, რომ დავუბრუნდეთ ეკონომიკური აქტივობების შეზღუიდვას და ნებისმიერ ჩაკეტვას, მიუღებელია ვინაიდან და რადგანაც, ეს დააზარალებს ქვეყნის ეკონომიკას და პირველ რიგში მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელიც ისედაც იმყოფება უმძიმესი სოციალური გამოწვევების წინაშე

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ხელისუფლებას მიმართავს, შემოიღოს მკაცრი და სასწრაფო ზომები. მისი თქმით, ეს შეიძლება იყოს, "სავალდებულო აცრა რისკჯგუფებისთვის, კოვიდ პასპორტის შემოტანა საჯარო სივრცეებში შესვლისთვის და თუნდაც ფასიანი მკურნალობა აუცრელი ადამიანებისთვის".

კომენტარები