მიხეილ სააკაშვილის დაკავება

ხაზარაძე: შევარცხვინე ის ქართველი კაცი, რომელიც მივა ციხესთან და პატიმარს დედას შეაგინებს

თქვენ იცით, რომ ლელოს ფრაქციამ გამოაცხადა ბოიკოტი პარლამენტში, იმიტომ, რომ საშიშროების წინაშე დგას ადამიანის სიცოცხლე, არ აქვს მნიშვნელობა რა დამოკიდებულება მქონდა მასთან ან მას ჩემთან. ის იყო საქართველოს პრეზიდენტი, არის საქართველოს პრეზიდენტი და მას ეკუთვნის ისეთი სამედიცინო მომსახურება, რომ ჩვენ ფატალურ შეცდომამდე არ მიგვიყვანოს ამათმა სიგიჟემ. შევარცხვინე ის ქართველი კაცი, რომელიც მივა ციხის კართან და პატიმარს დედას შეაგინებს. ეს არ არის საქართველო, ასე არ შეიძლება, ეს არ არის ქართველობა.

თქვა პარტია ლელოს ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ ბათუმში ოპოზიციის მიერ გამართულ საპროტესტო აქციაზე.

კომენტარები