არჩევნები 2021

სასამართლომ იმედა კლდიაშვილს 2 000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა

კადრი ვიდეოდან / ფორმულა

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ გირჩი – მეტი თავისუფლების წევრსა და ქუთაისის ვიცემერობის ყოფილ კანდიდატს, იმედა კლდიაშვილს 2 000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა და სხდომის დარბაზიდან გაათავისუფლა.

"პოლიციელები კანონის ფარგლებში როგორც თვითონ ესმით და როგორც თვითონ განმარტავენ ისე მოქმედებდნენ. ჩემი დაკავებისას ძალა გამოიყენეს იმიტომ, რომ, როგორც თვითონ ამბობენ, ძალის გარეშე იმედას გაჩერება ვერ შევძელითო. ამის შემდეგ არ ყოფილი არანაირი წინააღმდეგობა, ჩემი მხრიდანაც აღარ იყო პროტესტი, რადგან აქცია, რომელიც დაგეგმილი გვქონდა, უკვე ჩაშლილი იყო. მანამდე კი, რა თქმა უნდა, გავუწიე წინააღმდეგობა, არ მინდოდა, რომ ჩემი აქცია ჩაშლილიყო". – თქვა კლდიაშვილმა სხდომის შემდეგ.

1 ნოემბერს იმედა კლდიაშვილი, ქუთაისში, სუს-ის შენობასთან დააკავეს. პარტიის ინფორმაციით, კლდიაშვილი აპროტესტებდა სუს-ის მხრიდან იმ ადამიანზე ზეწოლას, ვისაც ქუთაისში არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით ჰქონდა ინფორმაცია.

კომენტარები