არჩევნები 2021

სააკაშვილი: მადლობა იმედა კლდიაშვილს, ასეთი გმირობის აქტების ეშინია სიკდვილივით რეჟიმს

მადლობა იმედა კლდიაშვილს, გმირ გირჩელს, ახალ ქართველს!

ქუთაისში მოგებული და მოპარული არჩევნების შემდეგ იმედა კლდიაშვილმა ნამდვილი სამოქალაქო გმირობა ჩაიდინა. აი, ასეთი გმირობის აქტების ეშინია სიკვდილივით რეჟიმს.

ამ თავისუფლებისმოყვარე ქართველისგან ყველამ მაგალითი უნდა ავიღოთ. მე ვამაყობ, რომ მისი თანამემამულე ვარ.

დიდი მადლობა ასევე ქუთაისის კომისიის წვერს, რომელმაც სიმართლე თქვა. ის ამ მომენტამდე გატაცებული ჰყავთ და ალბათ ძალადობით ცდილობენ ჩვენება შეაცვლევინონ.

ამ გატაცების შემდეგ რაც არ უნდა ათქმევინონ, მან მთავარი სიმართლე უკვე თქვა და ყველასგან მადლობა ეკუთვნის.

ველი, რომ მას სხვებიც მიბაძავენ.

წერს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. 1 ოქტომბერს გირჩი – მეტი თავისუფლების წევრი, ქუთაისის ვიცემერობის კანდიდატი ოპოზიციიდან, იმედა კლდიაშვილი ქუთაისში, სუს-ის შენობასთან დააკავეს.

კომენტარები