მიხეილ სააკაშვილის დაკავება

გვარამია: შესაძლოა, გორში ოსური სპეცრაზმის მიერ სააკაშვილის გატაცება დაიგეგმოს

ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, თუმცა ის კატეგორიულად არ აპირებს ციხის საავადმყოფოში გადასვლას. ინფორმაცია გვაქვს, რომ აპირებენ გორის ჰოსპიტალში გადაყვანას და ასევე, გვაქვს ინფორმაცია, რომ გორის ჰოსპიტალში შესაძლოა, დაიგეგმოს ე.წ. ოსური სპეცრაზმის მიერ მიხეილ სააკაშვილის გატაცება. არსებობს რეფერალური კლინიკა, სადაც ყველა პატიმარი გადაჰყავთ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო და კეთილი ინებონ და გადაიყვანონ იქ, ნუ აკეთებენ გამონაკლისებს სააკაშვილის წინააღმდეგ

ამის შესახებ მთავარი არხის დირექტორი და  საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, ნიკა გვარამია ჟურნალისტებს რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ ესაუბრა.

კომენტარები