არჩევნები 2021

კობახიძე: გუშინ ენმ-ს აქციაზე რამდენჯერმე მეტი ადამიანი იყო, თავისი დათვალონ და გავუმრავლებ

მე ვთქვი, რომ ამ აქციაზე, შეკრებაზე, ადამიანების მობილიზებისთვის ჩვენ დაგვჭირდებოდა იმდენი მარტო მძღოლი, რამდენიც ნაციონალებს ჰყავდათ გამოყვანილი საკუთარ აქციაზე და ეს არ იყო სიტყვის მასალად ნათქვამი, რეალურად, ამდენი მძღოლი დაგვჭირდა ჩვენ იმისათის, რომ მოგვეხდინა ჩვენი მხარდამჭერების მობილიზება. 

ჩვენი შეკრების მონაწილეთა რაოდენობა იყო რამდენჯერმე მეტი, დაითვალონ საკუთარი აქციის მონაწილეთა რაოდენობა და ამის მიხედვით გადავუმრავლებ მე ჩვენი აქციის მონაწილეთა რაოდენობას. 

ამბობს ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე პარტიის მიერ 27 ოქტომბერს გამართულ აქციაზე საუბრისას

კომენტარები