აშშ-ჩინეთი

აშშ-მ ტელეკომუნიკაციების ჩინურ კომპანიას, CHINA TELECOM-ს ლიცენზია ჩამოართვა

ჯესიკა როზენვორსელი, აშშ-ს ფედერალური კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე
Bloomberg News

ვაშინგტონმა აშშ-ს ერთ-ერთ ყველაზე დიდი ტელეკომუნიკაციების კომპანიას China Telecom-ს ლიცენზია ჩამოართვა. კომპანიამ აშშ-ში საქმიანობა 60 დღეში უნდა შეწყვიტოს.

ოფიციალური ინფორმაციით, კომპანიაზე კონტროლი ჩინეთის მთავრობას საშუალებას აძლევდა აშშ-ს კომუნიკაციებზე მოეპოვებინა წვდომა და ბოროტად გამოეყენებინა, რაც თავის მხრივ ჩინეთს ჯაშუშობის და აშშ-ს საწინააღმდეგო, დამაზიანებელი მოქმედებების შესაძლებლობა მისცა.

China Telecom-ი ჩინურ ბაზარზე ერთ-ერთია იმ სამი ყველაზე დიდი ტელეკომუნიკაციების კომპანიიდან. 110 ქვეყანაში კომპანიას ასობით მილიონი მომხმარებელი ჰყავს.

აშშ-ს ფედერალურმა კომუნიკაციების კომისიამ [FCC] China Telecom-ს 2020 წლის აპრილში მისცა გაფრთხილება. კომისიის თანახმად, კომპანია ჩინეთის მთავრობის მხრიდან ექსპლუატაციის, გავლენისა და კონტროლის სამიზნეა. კომუნიკაციის თქმით, არსებობდა დიდი ალბათობა, რომ China Telecom-ი იძულებული იქნეობოდა, დათანხმებოდა ჩინეთის მოთხოვნებს.

გასულ წელს FCC-მ Huawei-ის და ZTE-ი კომუნიკაციის ქსელისთის საფრთხის შემცვლელ კომპანიებად მიიჩნია. გადაწყვეტილების გამო აშშ-ს ფირმებს გაურთულდათ ამ კომპანიებისგან ტექნოლოგიების შესყიდვა. მანამდე, 2019 წელს, FCC-მ ლიცენზია ჩამოართვა China Mobile-ს. შესაძლოა, კომისიამ კიდევ ორ კომპანიას China Unicom Americas და Pacific Networks-ს ჩამოართვას ლიცენზია. ყველა ამ კომპანიასთან დაკავშირებით, აშშ-ს მაღალჩინოსნები ამბობენ, რომ ჩინეთის მთავრობამ, შესაძლოა, ისინი აშშ-ს საზიანოდ გამოყენოს.

კომენტარები