არჩევნები 2021

წულუკიანი: ჩვენი ვალია, ხელისუფლება არ გადავაბაროთ მათ, ვინც ებრძვის ილია ll-ს, ხატს, ჯვარს

ასეთია ჩვენი ხვედრი, ჩვენი ხელისუფლების ვალია, რომ ხელისუფლება გადააბაროს არა ლეშიჭამიებს, არა ქართველთმოძულეებს, არა იმათ, ვინც ბნელი წარსულის მოციქულები არიან და ახლა საკნებიდან იჭყიტებიან, არა იმათ, ვინც ებრძვის ილია ll-ს, არა იმათ, ვინც ებრძვის სიწმინდეს, ხატს და ჯვარს, არა იმათ, ვისაც უნდა საკუთარი ფეხის ქვეშ დამონებული ქართველი, არამედ ახალ თაობებს, იმ ბავშვებს, რომლებიც დღეს შემოგვყურებენ და რომელთა მომავლისთვისაც ვდგავართ მაგრად, მყარად და შაბათს გავიმარჯვებთ დამაჯერებლად.

ამბობს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი, თეა წულუკიანი ქართული ოცნების მიერ გამართულ აქციაზე.

კომენტარები