ქართული კინო

ორი ქართული ფილმი კოტბუსის საერთაშორისო კინოფესტივალის მონაწილე გახდა

Be Funky

ორი ქართული ფილმი კოტბუსის საერთაშორისო კინოფესტივალის პროგრამაში ორი ფილმი მოხვდა.

მთავარ კონკურსში წარმოდგენილი ლევან კოღუაშვილის ახალი ნამუშევარი მეოთხე ბრაიტონი. ფილმი საქართველოს სახელით 2022 წლის ოსკარის ნომინაციისთვის იბრძოლებს.

ფილმის მთავარი გმირია ყოფილი მოჭიდავე კახი, რომელიც ნიუ-იორკში მცხოვრები შვილის დასახმარებლად ჩადის. მთავარი როლი ლეგენდარულმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა, მოჭიდავე ლევან თედიაშვილმა შეასრულა. თედიაშვილისთვის ეს პირველი კინოროლი არ არის, ხარება და გოგიაში, მან გოგია კენკიშვილი განასახიერა.

ლევან კოღუაშვილი თანამედროვე ქართული კინოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რეჟისორია, გადაღებული აქვს სურათები ქუჩის დღეები, შემთხვევითი პაემნები, ქალები საქართველოდან.

კინოფესტივალის მოკლემეტრაჟიანი ფილმების კონკურსში ლუკა ბერაძის ფილმის ბოდიში დაგვიანებისთვის ევროპული პრემიერა გაიმართება.

მოკლემეტრაჟიანი ფილმის სიუჟეტის ცენტრში სასწრაფო დახმარების ბრიგადაა, რომელიც გამოძახებაზე დააგვიანებს. სურათი რეალურად მომხდარ ისტორიას ეფუძნება.

კოტბუსის კინოფესტივალს, რომელიც აღმოსავლეთევროპულ კინოზე ფოკუსირდება 30-წლიანი ისტორია აქვს.

კომენტარები