ოსკარის ნომინაციისთვის საქართველოს სახელით ლევან კოღუაშვილის მეოთხე ბრაიტონი იბრძოლებს

Filmmaker

ოსკარის ნომინაციისთვის საქართველოს სახელით ლევან კოღუაშვილის მეოთხე ბრაიტონი იბრძოლებს.

მეოთხე ბრაიტონი ტრაიბეკას საერთაშორისო კინოფესტივალის ტრიუმფატორი გახდა. სურათმა საუკეთესო ფილმის, საუკეთესო სცენარისა და საუკეთესო მსახიობი კაცის კატეგორიებში გაიმარჯვა.  

ფილმის მთავარი გმირია ყოფილი მოჭიდავე კახი, რომელიც ნიუ-იორკში მცხოვრები შვილის დასახმარებლად ჩადის. მთავარი როლი ლეგენდარულმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა, მოჭიდავე ლევან თედიაშვილმა შეასრულა. თედიაშვილისთვის ეს პირველი კინოროლი არ არის, ხარება და გოგიაში, მან გოგია კენკიშვილი განასახიერა.

ლევან კოღუაშვილი თანამედროვე ქართული კინოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რეჟისორია, გადაღებული აქვს სურათები ქუჩის დღეები, შემთხვევითი პაემნები, ქალები საქართველოდან.

ქართული კინოს ისტორიაში ერთადერთი ფილმი, რომელმაც ოსკარის ნომინაცია მიიღო ზაზა ხალვაშის მანდარინები გახდა. 

კომენტარები