მაიკლ ჯორდანი

მაიკლ ჯორდანის სპორტული ფეხსაცმელი აუქციონზე $1.47 მილიონად გაიყიდა

ამერიკელი კალათბურთელის, მაიკლ ჯორდანის ნაცვამი სპორტული ფეხსაცმელი აუქციონზე რეკორდულ თანხად, 1.47 მილიონ დოლარად გაიყიდა. ჯორდანს ეს ფეხსაცმელი 1984 წელს Chigao Bulls-ში თამაშის პირველ სეზონზე ეცვა.

კალათბურთელსა და კომპანია Nike-ს შორის თანამშრომლობა სპორტსმენთან დაკავშირებული ტანსაცმლის და ფეხსაცმლის ბრენდის შესაქმნელად.

1.47 მილიონი დოლარი რეკორდული თანხაა თამაშის დროს ნაცვამი ფეხსაცმლისთვის. ხელმოწერილი ფეხსაცმელი ნიკ ფიორელმა, ცნობილმა კოლექციონერმა შეიძინა. აუქციონამდე ნავარაუდევი იყო, რომ ფეხსაცმელის ფასი $1-$1.5 მილიონ დოლარს შორის იქნებოდა.

მაიკლ ჯორდანი კარიერის უდიდესი ნაწილი Chicago Bulls-ში თამაშობდა. მას ბევრი კალათბურთის ისტორიაში საუკეთესო მოთამაშედ მიიჩნევს. სპორტული კარიერა ჯორდანმა 2003 წელს დაასრულა. NBA-ს მოთამაშეებს შორის იყო პირველი სპორტსმენი იყო, რომელიც მილიარდერი გახდა.

კომენტარები