Friends

მოგვენატრები მეგობარო – FRIENDS-ის მსახიობები ჯეიმს მაიკლ ტაილერს დაემშვიდობნენ

25 ოქტომბერს, FRIENDS-ის მსახიობი ჯეიმს მაიკლ ტაილერი 59 წლის ასაკში გარდაიცვალა. სიკვდილის მიზეზი პროსტატის კიბო გახდა, რომელსაც ტაილერი 3 წლის განმავლობაში ებრძოდა.

მსახიობის სიკვდილს სერიალში მთავარი როლის შემსრულებელი მსახიობები გამოეხმაურნენ.

"შენს გარეშე მეგობრები ისეთი არ იქნებოდა, როგორიც არის. მადლობა იმ მხიარულებისთვის, რომელიც შოუს და ჩვენს ცხოვრებას შემატე. მოგვენატრები". – წერს რეიჩელის როლის შემსრულებელი ჯენიფერ ენისტონი.

"უზომოდ მადლიერი ვარ იმისთვის, რომ გიცნობ. მშვიდობით ჯეიმს". – წერს მონიკას როლის შემსრულებელი კორტნი კოქსი.

"ჯეიმს მაიკლ ტეილორ, მოგვენატრები. მადლობა რომ ჩვენთან ერთად იყავი". – წერს ფიბის როლის შემსრულებელი ლაიზა კუდროუ.

"მადლობა, რომ ასეთ შესანიშნავი, დაუვიწყარ როლი შეასრულე მეგობრებში. მადლობა იმისთვის, რომ ნამდვილი ჯენტლმენი იყავი კადრს მიღმა. მომენატრები მეგობარო". – წერს როსის როლის შემსრულებელი დევიდ შვიმერი. 

"ბევრჯერ გვიცინია ერთად. მოგვენატრები. მშვიდობით მეგობარო". – წერს ჯოუის როლის შემსრულებელი მეტ ლებლანი.

ჯეიმს მაიკლ ტაილერი Friends-ში მეორეხარისხოვან, მაგრამ რეგულარულ როლს ასრულებდა. მისი პერსონაჟი განთერი კაფის მეპატრონე იყო, რომელსაც სიტკომის მთავარი გმირები ხშირად სტუმრობდნენ. მეგობრების გარდა ტაილერს ნათამაშები აქვს ფილმებსა და სერიალებში Sabrina, Just Shoot Me!, Motel Blue.

Friends-ის ტელევიზიის ისტორიაში, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სიტკომია, რომელიც NBD-ის ეთერში 1994-2004 წლებში გადიოდა. 

კომენტარები