რუსეთი

რუსეთის ციხეებში წამების ამსახველი ვიდეობის გამავრცელებელი ძებნილად გამოაცხადეს

სერგეი საველიევი
Ursula Hyzy / AFP

რუსეთში ყოფილი პატიმარი და პროგრამისტი, სერგეი საველიევი რომელმაც ციხეებში წამების და გაუპატიურების ამსახველი მასალა გაავრცელა, ძებნილად გამოაცხადეს.

რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს თანახმად, საველიევი სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით იძებნება. უწყება არ აზუსტებს, რა საქმესთან დაკავშირებით.

საველევმა რუსეთი თებერვალში დატოვა, გასულ კვირიას ის საფრანგეთში ჩავიდა და პოლიტიკური თავშესაფარი ითხოვა. სერგეი საველევმა რუსეთში ნარკოტიკებით ვაჭრობისთვის 7.5 წლიანი პატიმრობა მოიხადა. პატიმრობის პერიოდში ის IT მენეჯმენტის ოფისში მუშაობდა და სარატოვის ოლქის ციხის შიდა ქსელსა და სხვა სასჯელაღსრულების დაწესებულებების შიდა ქსელებზე ჰქონდა წვდომა. მუშაობის პროცესში მან პატიმრების წამებისა და გაუპატიურების ამსახველი რამდენიმე ვიდეო და ფოტოები იპოვა. მასალა მან მეხსიერების ბარათზე გადაწერა და ციხის გასასვლელთან დამალა. მოგვიანებით საველევმა მასალა უფლებადამცველ ჯგუფს Gulagu.net-ს მიაწოდა. ინფორმაცია სწორედ Gulagu.net-მა გაასაჯაროა. მასალების გასაჯარობის შემდეგ რამდენიმე გამოძიება დაიწყო და რამდენიმე პირი თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

სულიევის ძებნილად გამოცხადებას "სახელმწიფო საიდუმლოების გავრცელებას" უკავშირებს და ამბობს, რომ ხელისუფლება მის გაჩუმებას ცდილობს.

"ერთადაერთ მათთვის ცნობილ გზას მიჰყვებიან - ძალადობის გზას. სამწუხაროა, რომ იმის ნაცვლად, დრო დაეთმოთ სისტემის რეფორმისა და ამ საზარელი სამხილების გამოძიებისთვის, სიმართლის დამალვას ცდლიობენ" - თქვა სულიევმა.

რუსეთის სადამკვირვებლო ორგანიზაციების თანახმად, სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ძალადობა, წამება და პატიმრების მიმართ არაადამიანური მოპყრობა სისტემური პრობლემაა. Gulagu.net-ის მიერ გავრცელებული მასალები კი ამას ახალ შუქს ჰფენს.

კომენტარები