კორონავირუსი საქართველოში

რატიანი: თუ ასე გაიზარდა შემთხვევები, მალე ქვეყანაში არც ერთი საწოლი არ იქნება თავისუფალი

ჯერჯერობით, ქვეყანაში საწოლფონდის პრობლემა არ დგას, მაგრამ დადგება აუცილებლად თუ ასე გაიზარდა [შემთხვევები], ამ ტემპით, და უახლოეს პერიოდში ალბათ, საქართველოში არც ერთი საწოლი არ იქნება თავისუფალი.

ჩვენი მაგალითით მინდა გითხრათ, რომ ბოლო 12 დღეა, არც ერთი თავისუფალი ადგილი ჩვენს კლინიკას არ გაჩნია. ეს ცუდი ინდიკატორია, როდესაც ხდება ერთერთ დიდ კლინიკაში ასეთი დეფიციტი

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის გენერალური დირექტორი ლევან რატიანი რუსთავი ორის ეთერში.

კომენტარები