კორონავირუსი საქართველოში

გაბუნია: თეორიულად არ არსებობს ალბათობა, რომ ძალდატანებით მოხდეს ადამიანის ვაქცინაცია

სავალდებულო არცერთ სამედიცინო ინტერვენციასთან მიმართებაში არ არის ლეგიტიმური და ეთიკურად გამართლებული ტერმინი. ამ შემთხვევაში, ერთადერთი გზა შეიძლება იყოს რეგულაციების დაწესება ეპიდუსაფრთხოებასთან მიმართებაში, როდესაც პირს აქვს არჩევანის შესაძლებლობა - აიცრას ან გაიკეთოს PCR ტესტი და წარმოადგინოს PCR ტესტის პასუხი. ეს არის სწორი და ეთიკურად დაბალანსებული მიდგომა, რაც ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ. 

ვალდებულება აქ უფრო მეტად ნიშნავს ვალდებულებას სახელმწიფოს მხრიდან, რომ უზრუნველყოს ვაქცინაციის პროცესი, ყველასთვის უფასო იყოს, გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა, კამპანია, მოსახლეობის მოცვა, მაგრამ ის, რომ ძალდატანებით მოხდეს რაღაც სიტუაციაში რომელიმე პირის ვაქცინაცია, თეორიულადაც კი არ არსებობს ამის ალბათობა.

ამბობს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია ვაქცინაციასთან დაკავშირებით. 

კომენტარები