მიხეილ სააკაშვილის დაკავება

კობახიძე: სააკაშვილი შიმშილობს ისე, რომ მოთხოვნა არ აქვს, უპრეცედენტო მოვლენაა

"საერთოდ გაუგებარია შიმშილობა, როცა მოთხოვნასაც კი არ აყენებ. სააკაშვილმა დაიწყო შიმშლობა ისე, რომ საერთოდ არანაირი მოთხოვნა არ აქვს, ეს არის უპრეცედენტო მოვლენა, ალბათ არა მარტო საქართველოს, არამედ მსოფლიო ისტორიაში. მე მახსოვს 35-წლიანი ისტორია საქართველოში შიმშილობების, არცერთი შიმშილობა არ მახსოვს მოთხოვნის გარეშე. აქედან ჩანს ის, რომ მოთხოვნასაც კი ვერ აყენებს მიხეილ სააკაშვილი, ვერ აყენებენ ვერც მისი რეჟიმის სხვა წარმომადგენლები, მათ ყველაზე კარგად იციან, ჩვენზე უკეთ იციან, თუ რა მძიმე დანაშაულებები აქვთ ჩადენილი 9 წლის განმავლობაში. 

ამბობს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, მიხეილ სააკაშვილზე. 

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი დაკავების დღიდან, უკვე მე-19 დღეა რუსთავის N12 პენიტენციურ დაწესებულებაში პროტესტის ნიშნად შიმშილობს. მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს.

კომენტარები