ევროკავშირი-საქართველო

ლანდსბერგისი: საქართველოს, მოლდოვას და უკრაინას ინტეგრაცია ევროკავშირის ინტერესებშიცაა

გაბრიელიუს ლანდსბერგისი

ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა კომიტეტზე აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ევროკავშირიში ინტეგრაციაზე ისაუბრა.

"იმისთვის რომ აღმოსავლეთ პარტნიორობა წარმატებული იყოს, ევროკავშირის აღმოსავლელ პარტნიორებს სჭირდებათ ნათელი პერსპექტივა. არ უნდა შევაკავოთ ისინი, ვინც მზად არის წინ უფრო სწრაფად წავიდეს. საქართველოს, მოლდოვას და უკრაინას პოლიტიკური ასოციაცია და ეკონომიკური ინტეგრაცია ევროკავშირთან ევროკავშირის ინტერესებშიც არის." – თქვა ლანდსბერგისმა.

18 ოქტომბერს საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების და ევროკავშირის ურთიერთობების გარდა განხილული იყო მდგომარეობა სპარსეთის ყურის რეგიონში, მდგომარეობა ეთიოპიასა და ნიკარაგუაში და მიმდინარე საერთაშორისო პროცესები.

კომენტარები