საფრანგეთი-ბელარუსი

საფრანგეთის ელჩმა ნიკოლა დე ლაკოსტმა ბელარუსის მოთხოვნით ქვეყნა დატოვა

ნიკოლა დე ლაკოსტი

ბელარუსში საფრანგეთის ელმა ნიკოლას დე ლაკოსტმა ქვეყნა დატოვა. ბელარუსში საფრანგეთის საელჩოს წარმომადგენელმა ინფორმაცია AFP-ს დაუდასტურა. ლაკოსტმა ქვეყანა კვირას, 17 ოქტომბერს დატოვა. ბელარუსის დასატოვებლად მას ვადა ორშაბათამდე ჰქონდა. ნიკოლას დე ლაკოსტი საფრანგეთმა ბელარუსში გასულ წელს მიავლინა.

"ბელარუსის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ელჩს 18 ოქტომბრამდე ქვეყნის დატოვება მოსთხოვა. ის საელჩოს თანამშრომლებს დაემშვიდობა და ბელარუსი ხალხისთვის ვიდეო მიმართვა ჩაწერა" - თქვა საელჩოს წარმომადგენელმა.

საფრანგეთი, ისევე როგორც ევროკავშირის სხვა ქვეყნები, ალექსანდრ ლუკაშენკოს ბელარუსის პრეზიდენტად არ აღიარებს. 2020 წლის დეკემბერში ლუკაშენკოსთან შეხვედრის ნაცვლად დე ლაკოსტი ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრს ვლადიმირ მაკეის შეხვდა.

ევროკავშირი 2020 წელს ბელარუსში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებს არ აღიარებს. გაერთიანების თანახმად, ეს არჩევნები არ იყო "თავისუფალი და სამართლიანი". ევროკავშირმა ლუკაშენკოს რეჟიმს სანქციები დაუწესა.

მარტში ლუკაშენკოს რეჟიმმა ქვეყნიდან ლატვიის საელჩოს ყველა თანამშრომელი, მათ შორის ელჩიც გააძევა. ამის მიზეზი ჰოკეის მსოფლიო ჩემპიონატზე ბელარუსის ოფიციალური დროშის ნაცვლად ოპოზიციის სამფეროვანი დროშის გამოყენება გახდა. აგვისტოში კი ბელარუსის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უარი თქვა ბელარუსში აშშ-ს ელჩად ჯული ფიშერის დანიშვნაზე. ფიშერი 2008 წლის შემდეგ ბელარუსში აშშ-ს პირველი ელჩი უნდა ყოფილიყო.


2020 წლის 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ბელარუსში ხალხმრავალი საპროტესტო აქციები დაიწყო. მოსახლეობა არჩევნების ოფიციალურ შედეგებს და ლუკაშენკოს მორიგ გამარჯვებას აპროტესტებდა. ოპოზიციონერი ლიდერებმა ან ქვეყანა დატოვეს, ან დაკავებულები არიან. არჩევნებზე ლუკაშენკოს მთავარი მეტოქე სვეტლანა ტიხანოვსკაია არჩევნების შედეგებს არ აღიარებდა და თავი გამარჯვებულად გამოაცხადა, თუმცა მან ქვეყანა მალევე დატოვა. ტიხანოვსკაია ახლა ლიტვაში ცხოვრობს. მისმა ოფისმა "ბელარუსის დემოკრატიის ოფიციალური წარმომადგენლობის" სტატუსი მიიღო. ბელარუსის დატოვების შემდეგ ის აქტიურად ხვდება მსოფლიო ლიდერებს.

საპროტესტო აქციების შემდეგ ბელარუსში მედიებს და არასამთავრობო ორგანიზაციებს მასობრივად ხურავენ.

სოციალურ მედიებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებზე ივლისის დასაწყისიდან დაწყებული რეიდების შემდეგ, მთავრობამ 56-ზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაცია დახურა. 

კომენტარები