ჰარი პოტერი

რობინ უილიამსს ჰარი პოტერში რემუს ლუპინის როლზე უარი იმიტომ უთხრეს, რომ ამერიკელია

Express Tribune

კომიკოსსა და მსახიობს რობინ უილიამსს ჰარი პოტერის ფილმებში რემუს ლუპინის თამაში უნდოდა. ამის შესახებ პირველი და მეორე ფილმების რეჟისორმა კრის კოლამბუსმა ილაპარაკა

"რობინ უილიამსი დამიკავშირდა, ძალიან უნდოდა რემუს ლუპინის თამაში. ძალიან გამიჭირდა უარის თქმა, გადაწყდა, რომ, ჰარი პოტერში მხოლოდ ბრიტანელი მსახიობებს უნდა ეთამაშათ, უძლური ვიყავი". – იხსენებს რეჟისორი.

პროდიუსერების გადაწყვეტილებით ჰარი პოტერის ეკრანიზაციებში როლები მხოლოდ ბრიტანელ მსახიობებს უნდა შეესრულებინათ, თუმცა შეზღუდვა არ ვრცელდებოდა რეჟისორებზე, თავად კრის კოლამბუსი ამერიკელია, ხოლო მესამე ნაწილი მექსიკელმა ალფონსო კუარონმა გადაიღო. 

რემუს ლუპინი ბნელი ძალებისგან თავდაცვის მასწავლებელი და მაქციაა, რომელიც ჰარი პოტერის ნათლიის, სირიუს ბლექის ახლო მეგობარია. პერსონაჟი პირველად მესამე ნაწილში გამოჩნდა, მისი როლი დევიდ ტიულისმა შეასრულა.

2016 წელს, ქასთინგის რეჟისორმა ჯანეტ ჰირშენსონმა ინტერვიუში თქვა, რომ რობინ უილიამსი თავდაპირველად ჰაგრიდის როლზეც განიხილებოდა, თუმცა "მხოლოდ ბრიტანელი მსახიობების წესის" შემოღების შემდეგ როლი შოტლანდიელ რობი კოლტრეინს შეხვდა.

რობინ უილიამსი 90-იანი წლების ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კომედიური მსახიობი იყო. შესრულებული აქვს როლები საბავშვო ფილმებში მისის დაუბთფაიერი, ფლაბერი, სათამაშოები, ჯუმანჯი. მსახიობმა 2014 წელს სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, ცოლის თქმით ბოლო წლებში უილიამსი დემენციის მძიმე ფორმას, DLB(Dementia with Lewy Bodies)-ს ებრძოდა.

კომენტარები