ტრეილერი

შექსპირი უკვდავია – ახალი მაკბეტის ტრეილერი გამოვიდა

დამოუკიდებელმა კინოსტუდიამ A24 მომავალი ფილმის The Tragedy of Macbeth-ის ტიზერი გამოაქვეყნა.

უილიამ შექსპირის ტრაგედიის შავ-თეთრი ადაპტაცია ოსკაროსანმა ჯოელ კოენმა გადაიღო. რეჟისორი პირველად მუშაობს ძმის იტანის გარეშე. ფილმში მთავარ როლს დენზელ ვაშინგტონი ასრულებს, სურათში ასევე ფრენსის მაკდრომანდი და ბრენდან გლისონი თამაშობენ.

ფილმის პრემიერა ნიუ-იორკის კინოფესტივალზე გაიმართა. ახალმა მაკბეტმა კინოკრიტიკოსთა უმაღლესი შეფასებები დაიმსახურა. სურათი ფართო აუდიტორიისთვის 2022 წლის 14 იანვრიდან იქნება ხელმისაწვდომი.

კომენტარები