მიხეილ სააკაშვილის დაკავება

კალაძე სააკაშვილზე: ნამდვილად არ მიხარია ვინმეს დაკავება და ციხეში გამოკეტვა

მიხეილ სააკაშვილს აქვს კონკრეტული დანაშაული ჩადენილი. მე, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეს, ნამდვილად არ მიხარია ვინმეს დაკავება და ციხეში გამოკეტვა, ისევე, როგორც არ მიხაროდა სააკაშვილის რეჟიმის დროს კონკრეტული ოჯახების გაუბედურება. არ მიხაროდა ახალგაზრდების მკვლელობები. არ მიხაროდა 26 მაისს სახურავზე შემოყრილი გარდაცვლილი ადამიანების გვამები. რა თქმა უნდა, ეს იყო ძალიან მძიმე.

[...] სააკაშვილი იმყოფება იქ, სადაც უნდა იმყოფებოდეს. ჩვენ ვისმენთ ბოლო დღეების განმავლობაში – "თავისუფლება მიშას". მიშას აუცილებლად ექნება თავისუფლება, მას შემდეგ, როდესაც სასჯელს მოიხდის.

თქვა თბილისის მერმა და ქართული ოცნების მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ, პირველი არხის ცნობით.

კომენტარები