მაიკლ კეინი

მაიკლ კეინმა სამსახიობო კარიერა დაასრულა

მაიკლ კეინი
Gisela Schober/Getty

ინგლისელმა მსახიობმა მაიკლ კეინმა 88 წლის ასაკში სამსახიობო კარიერა დაასრულა. ამის შესახებ კეინმა BBC-ს რაიდოს გადაცემაში Kermode and Mayo Film Review-ში ისაუბრა. მსახიობის ბოლო ფილმი ბესტსელერები იქნება.

"ვფიქრობ, ეს ჩემი ბოლო როლი იქნება. ბოლო ორი წელია შემოთავაზებები არ ყოფილა, არავინ იღებს ფილმებს, რომლებზეც მუშაობა მინდა და ამასთანავე 88 წლის ვარ. ბევრი სცენარი არ არის, რომლის მთავარი პერსონაჟიც 88 წლის კაცია." - თქვა კეინმა.

მსახიობმა ასევე აღნიშნა, რომ მისმა რამდენიმე წიგნმა წარმატება მოიპოვა და ახლა არა მსახიობი, არამედ მწერალია.

"რამდენიმე წიგნი დავწერე, რომლებიც გამოქვეყნდა და წარმატება მოიპოვა. ასე რომ ახლა მსახიობი არ ვარ, მწერალი ვარ. რაც სასიამოვნოა, რადგან მსახიობს 6:30-ზე გიწევს გაღვიძება და სტუდიაში წასვლა, მწერალს კი საწოლიდან შეუძლია წერის დაწყება" - თქვა კეინმა.

ფილმში ბესტსელერები კეინი მწერლის, ჰარის შოუს როლს ასრულებს, რომელიც ახალგაზრდა გამომცემლის ლუსი სტანბრიჯის თხოვნით თავისი წიგნის სარეკლამო ტურნეში წასვლას დათანხმდება. კეინის გარდა ფილმში ოდრი პლაზა, სკოტ სპიდმანი, კერი ელვისი და ელენ ვონგი იღებენ მონაწილეობას.

მაიკლ კეინს ორი ოსკარი აქვს მიღებული კაცის მეორეხარისხოვან როლებისთვის, ფილმებში ჰანა და მისი დები და მეღვინეების წესები. ოსკარის გარდა კეინს სამი ოქროს გლობუსი აქვს მიღებული. ბოლო წლებში მან მონაწილეობა მიიღო კრისტოფერ ნოლანის ტენეტში და მარტინ ოუენის ფილმში ტვისტი, რომელიც ჩარლზ დიკენსის ოლივერ ტვისტზეა დაფუძნებული.

კომენტარები