ტრეილერი

ჰოლი ბერი MMA-ს მებრძოლის როლში – BRUISED-ის პირველი ტრეილერი გამოვიდა

Netflix-მა ახალი სპორტული დრამის Bruised პირველი ტრეილერი გამოაქვეყნა.

Bruised ჰოლი ბერის სარეჟისორო დებიუტია. მთავარი გმირი UFC-ის ყოფილი ჩემპიონი ჯეკი ჯასტისია, რომელიც დამლაგებლად მუშაობს. მებრძოლს რინგზე დასაბრუნებლად კიდევ ერთი შანსი ეძლევა.

ფილმზე მუშაობისას, ერთ-ერთი ჩხუბის სცენის გადაღებისას, ჰოლი ბერიმ ტრავმა მიიღო და რამდენიმე დღე საავადმყოფოში გაატარა.

სურათის პრემიერა 2020 წლის ტორონტოს საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგა. პროექტით მალევე Netflix დაინტერესდა და 20 მილიონ დოლარად შეიძინა. Bruised-ის პრემიერა სტრიმინგის სერვისზე მიმდინარე წლის 24 ნოემბერს არის დაგეგმილი.

კომენტარები